"ერთი თეთრიც არ აგვიღია" - შუქრუთელები "ჯორჯიან მანგანეზს" ტყუილში ამხელენ

17.09.24 12:02
"ერთი თეთრიც არ აგვიღია" - შუქრუთელები "ჯორჯიან მანგანეზს" ტყუილში ამხელენ

პარლამენტთან მოშიმშილე შუქრუთელები "ჯორჯიან მანგანეზს" ტყუილში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ კოპენსაცია არ გადაუხდიათ. პროტესტის მონაწილეები ეჭვობენ, რომ კომპანიამ დოკუმენტები გააყალბა. მაგალითად, კომპანია ამტკიცებს, რომ გიორგი ნეფარიძეს 96 ათას ლარზე მეტი ჩაურიცხა, თუმცა თავად ნეფარიძე ამბობს, რომ ამ ინფორმაციას უარყოფს.

ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, რომლითაც ერთი თეთრიც კი არ გვაქვს აღებული. ვისაც აქვს აღებული, აქვს ავანსის სახით მხოლოდ და მხოლოდ დარიცხული და ამ დოკუმენტებში წერია ეს ყველაფერი, რომ ეს თანხა არის ავანსის სახით დარიცხული ავრცელებნ ცრუ ინფორმაციას და ჩვენ ვითხოვთ მაგას, რომ მოვიდნენ, დავსხდეთ, სახელმწიფო ჩაერთოს, თოემ მაგათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

 „ჯორჯიან მანგანეზი“ მთლიანად, თავისი წარმომადგენლობით, ყველა არის მატყუარა და ადამიანური ფასეულობებისგან სრულიად დაცლილი არსებები. რომ აფრიალებენ ორი და სამი კაცის თანხებს ასე უარგუმენტოდ, ეს არის 2021 წელს დადებული ხელშეკრულება კომპანიასა და მოსახლეობას შორის, რომელი ხელშეკრულებაც იქვე დაარღვია „ჯორჯიან მანგანეზმა“, - ამბობს კიდევ ერთი მოშიმშილე.

"ჯორჯიან მანგანეზი" ამტკიცებს, რომ შუქრუთელების პროტესტი მართულია. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კომპანია ირწმუნება, რომ შუქრუთელებზე 12 მლნ ლარი კომპენსაციები უკვე გასცა და ამის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერებიც აქვთ.

ამასთან, კომპანია განმარტავს, რომ შუქრუთის ტერიტორიაზე სამუშაოები არასდროს უწარმოებია და იქ პრობლემები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო.

მსგავსი სიახლეები