მებაჟეებმა სარფში 116 599 ლარის არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს

17.09.24 17:01
მებაჟეებმა სარფში 116 599 ლარის არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს

მებაჟეებმა 116 599 ლარის არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში: "სარფი", მებაჟე ოფიცრებმა  ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს მონეტები (წონა: 449.14 გრამი) და ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა - 141,85 გრამი) გამოავლინეს.
 
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 116 599,26 ლარი შეადგინა", - წერია განცხადებაში. 

კანონდამრღვევების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. 

მსგავსი სიახლეები