ვინ გაუსწორდა სასტიკად ენმ- წევრს? - აბაევის საქმით საგამოძიებო უწყება არ ინტერესდება
საგამოძიებო უწყება ამ დრომდე არ დაინტერესებულა, ვინ სცემა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. არცერთი სამართალდამცველი გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ და არც თავად დაკავებულის ჩვენება მოუსმენიათ კაციტაძის თანამშრომლებს. სასტიკად ნაცემი ზურა აბაევი კი "პირველებთან" ყვება, როგორ უსწორდებოდნენ ჯგუფურად პოლიცილიები.
ტვინის შერყევით და სხვა მძიმე დაზიანებებით დღეს აბაევი ხელწერილით გაათავისუფლეს. ოპოზიციური გაერთიანების წევრი მზად არის, ყველა პოლიციელი ამოიცნოს, თუმცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოკვლევაც კი არ დაუწყია ამ ფაქტზე. სამაგიეროდ, გომელაურის უწყება ემზადება, რომ პოლიციელების მიერ ნაცემი ახალგაზრდა დაუმორჩილებლობისთვის გაასამართლოს.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.