აფგან სადიგოვს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა

18.09.24 12:35
აფგან სადიგოვს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. 

აფგან სადიგოვის ადვოკატი, დიმიტრი ნოძაზე ოფიციალური დოკუმენტის მიღების შემდეგ, სასამართლოში მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 

შეგახსნებეთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი თბილისში, 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.