ელექტროენერგიის გადასახადის არაზუსტი დარიცხვების გამო, "თელასი" და "თელმიკო" დაჯარიმდა

12.08.21 15:12
ელექტროენერგიის გადასახადის არაზუსტი დარიცხვების გამო, "თელასი" და "თელმიკო" დაჯარიმდა

სემეკმა კომპანია "თელასი" კი 50 000 ლარით,ხოლო  "თელმიკო" 75 000 ლარით, დააჯარიმა. 

დაჯარიმების მიზეზად ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი  კომისია ქალაქ თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებულ არაზუსტ დარიცხვებს ასახელებს. 

სემეკ-ის განმარტებით, აღნიშნული კომპანიების მიერ მომხმარებლების უფლებების დარღვევის შესახებ საჩივრით კომისიას არაერთმა მოქალაქემ მიმართა. საჩივრები უკავშირდებოდა 2021 წლის ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის არასწორ მისადაგებასა და გაზრდი გადასახადის დარიცხვის შემთხვევებს. 

თელასსა და თელმიკოს განესაზღვრათ ვადები დარღვევების აღმოსაფხვრელად. ამასთანავე, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, კომპანიებს დაევალათ მოქალაქეებზე ზედმეტად დარიცხული თანხების დაკორექტირება.

სემეკი მოუწოდებს კომპანიებს, რომ ზედმიწევნით განახორციელონ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, რათა ადგილი აღარ ჰქონდეს მსგავსი ტიპის უხეშ დარღვევებს. დარღვევების განმეორების შემთხვევაში, კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე", – წერია განცხადებაში.