მკვლელობა დანით და ჩაქუჩით - 43 წლის კაცს სასიკვდილო დაზიანებები მისმა თანამშრომელმა მიაყენა
მკვლელობა დანით და ჩაქუჩით - თბილისში ჩანტლაძის ქუჩაზე მომხდარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. 43 წლის მამაკაცს თავისა და ყელის არეში სასიკვდილო დაზიანებები დანით იმ ქარხნის დაცვის თანამშრომელმა მიაყენა, რომელთან ერთადაც ის რამდენიმე წელი მუშაობდა. უმძიმესი დაზიანებებით 43 წლის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივები ბევრს არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ გარდაცვლილი და დაცვის თანამშრომელი რამდენიმე წლის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ და წარსულში კონფლიქტი არა ერთხელ ჰქონიათ.