სოფელ ზემო თელეთში ტყე იწვის
სოფელ ზემო თელეთში ტყე იწვის. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც ადასტურებს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული და ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ვითარებას მაღალი ტემპერატურა და სიცხე ართულებს. ადგილი საკმაოდ მიუვალია და რთული რელიეფის გამო მაშველებს დამატებითი ძალების მობილიზება უწევთ.