კესარია აბრამიძე მოკლეს

18.09.24 21:03
კესარია აბრამიძე მოკლეს

"ტვ პირველისთვის" ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია  “პირველებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქალს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. 

მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.