"პირველების" ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

19.09.24 08:30
 "პირველების" ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

"პირველების" ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. 26 წლის კაცს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინ 20:00 საათიდან ეძებდა. 

დაკავებული ტრანსგენდერის ყოფილი მეგობარი მამაკაცია. კესარია აბრამიძის ცხედარი ექპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მას სხეულზე დანით მიყეებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს