"პირველების" ინფორმაციით, კესარიას მკვლელობაში ბრალდებული მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა
"პირველების" ინფორმაციით, კესარიას მკვლელობაში ბრალდებული მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა.
26 წლის ბექა ჯაიანს, პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინ 20:00 საათიდან ეძებდა. "პირველების" ინფორმაციით, ბრალდებულს ხელბორკილები აეროპორტში დააკავეს. ის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია, სადაც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდა.
დაკავებული ტრანსგენდერის ყოფილი მეგობარი მამაკაცია.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
კესარია აბრამიძის ცხედარი ექპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. წინასწარი ინფორმაციით, მან დანით 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.