14 აგვისტოდან ფესტივალები და მასობრივი ღონისძიებები სრულად იზღუდება

12.08.21 17:04
14 აგვისტოდან ფესტივალები და  მასობრივი ღონისძიებები სრულად იზღუდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში სრულიად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები,კონცერტები და  სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ შეჯკიბრებისა, რომელიც იმართება საერთაშორისო ეგიდით. ასევე იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა.