წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა? - კესარია აბრამიძის საქმეში ტაქსის მძღოლის ჩვენება დევს

19.09.24 13:02
წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა? - კესარია აბრამიძის საქმეში ტაქსის მძღოლის ჩვენება დევს

რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა? - ბექა ჯაიანი ამ დრომდე დუმს. მასთან უფლებადამცველი ჯერ არ შესულა. ადვოკატი დაკავებულს, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მოინახულებს. 

"პირველების" ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეში ტაქსის მძღოლის ჩვენება დევს. ჩვენებით  ირკვევა, რომ 26 წლის მამაკაცს მეგობარ ქალზე ანგარიშსწორება წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი, რის შესახებაც ინფორმაცია, სავარაუდოდ, საკუთარი ოჯახის წევრსსაც მიაწოდა. 

ბექა ჯაიანი ახლა ბრალის წარდგენას ელოდება. "პირველების" ინფორმაციით, ბრალის ოფიციალურ დადგენილებას დაკავებულს ხვალ გააცნობენ და ხვალვე იმსჯელებს სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზეც.

კესარიას ცხედარი კი ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროშია და მას წუთი-წუთზე საკუთარ სახლში გადაასვენებენ.

მეზობელი ჩამოვიდა, ხმა გაიგო და მკითხა, ხო კარგად არის, ნახეო და მერე შევედით. მანამდე, სასწრაფომდე, მეზობელი გოგო ექთანია და ის იყო შესული და გადაუჭირა რაღაცები, სისხლისგან არ დაიცალოსო. მე არ შევსულვარ, დავინახე ეს ექთანი რომ შევიდა", - ამბობს კესარიას მეზობელი. 

"პირველების" ინფორმაციით, კესარიას მკვლელობაში ბრალდებული მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა.

26 წლის ბექა ჯაიანს, პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინ 20:00 საათიდან ეძებდა. "პირველების" ინფორმაციით, ბრალდებულს ხელბორკილები აეროპორტში დააკავეს. ის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია, სადაც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდა.

დაკავებული ტრანსგენდერის ყოფილი მეგობარი მამაკაცია.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კესარია აბრამიძის ცხედარი ექპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. წინასწარი ინფორმაციით, მან დანით 18-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.