როგორ ემზადებიან რუსთავში ივანიშვილის დასახვედრად - მთავარ მოედანზე კამერები დააყენეს

19.09.24 13:48
როგორ ემზადებიან რუსთავში ივანიშვილის დასახვედრად - მთავარ მოედანზე კამერები დააყენეს

სრული მობილიზება რუსთავში - წინასწარი ინფრომაციით, ივანიშვილის დასახვედრად ხალხი ისევ რეგიონებიდან მიჰყავთ. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სოფელში ბაგა ბაღები დაკატეს, პედაგოგებს კი ქალაქ რუსთავში საგანგებო მისიით გზავნიან. 

"პირველების" ინფორმაციით, ხალხს პირადობებიც კი ჩამოართვეს იმის გამო, რომ დროზე ადრე არ დატოვონ ტერიტორია, როგორც ადრე, როდესაც დაღლილი ხალხი ბიძინა ივანიშვილის სიტყვის გამოსვლასაც არ დაელოდა. 

რუსთავში ახლა საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ცენტრალური გამზირი ჩახერგილია, სცენის მონტაჟი უკვე პრაქტიკულად დასრულებულია, ასევე მთავარ მოედანზე დაამონტაჟეს დამატებითი კამერებიც, რათა ყველა იმ პირის იდენტიფიცირება მოხდეს, ვინ "ოცნების" ღონისძიებაზე მივა. 

ხალხი ამბობს, რომ მესამე დღეა, ქალაქში თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ აქვთ.

სკოლაში მიმყავს ბავშვი და საიდან გავედი აღარ ვიცი, ისეთი გზებით ვიარე. ივანიშვილი ჩამოდისო და მაგიტომ არის ასეთი ამბავი მესამე დღეა. მე არ მივდივარ ნამდვილად არ მცალია", - ამბობს მშობელი

არ ვაპირებ მისვლას, ეგენი არიან მოცლილები, დრო აქვთ და ერთობიან. გორში ისეთი რაღაცები ილაპარაკა, ხალხი გაბრაზებული იყო, მეც გავბრაზდი, რა თქმა უნდა", - ამბობს ტაქსის მძღოლი. 

არ მოსმენის სურვილი მაქვს ამათი და არც არაფრის. ამათი დანახვაც კი არ მინდა. ვემიჯნები ამათ პოლიტიკას ყველანაირად" - აცხადებს რუთავის მკვიდრი.

დანაპირებს ახორციელებს. ვერ დავასახელებ რას, მაგრამ კეთდება ყველაფერი", - ამბობს პედაგოგი.

რუსთავში "ოცნების" ღონისძიება 6 საათზე, მხარდამჭერი კონცერტით გაიხსნება, ამისთვის ცალკე სცენა არის დამონტაჟებული. დაახლოებით ორ საათში კი ბიძინა ივანიშვილი და "ოცნების" ლიდერები რუსთავის მოსახლეობას მიმართავენ.