კვების ობიექტებზე შესვლას 23:00 საათამდე შეძლებთ
14 აგვისტოდან კვების ობიექტებზე შესვლას 23:00 საათამდე შეძლებთ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე", - თქვა ღიბრაძემ.
მოქმედი რეგულაციის თანახმად, კვების ობიექტები ღამის 12 საათამდე მუშაობენ.