კესარიას მკვლელობისთვის დაკავებულს ადვოკატი ხვდება - დაარღვევს თუ არა დუმილს ბექა ჯაიანი?
დაარღვევს თუ არა დუმილს ბექა ჯაიანი? - ამ წუთებში, კესარიას მკვლელობისთვის დაკავებულს დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი ადვოკატი ხვდება.
ადვოკატმა ბრალდებულთან შესვლამდე კომენტარი გააკეთა მედიასთან და თქვა, რომ საქმის მასალები ჯერ არ გადასცემია.
თანამშრომლობს თუ არა ჯაიანი გამოძიებასთან? - ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულის პოზიცის შესახებ ჯერ ინფორმაციას არ ფლობს.
დასაცავ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მქონია. შესაბამისად, საქმის მასალებს არ ვიცნობ. ახლა შევდივარ რომ შევხდე და მოვისმინო მისი პოზიცია", - ამბობს ადვოკატი.
"პირველების" ინფორმაციით, კესარიას მკვლელობაში ბრალდებული მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა.
26 წლის ბექა ჯაიანს, პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინ 20:00 საათიდან ეძებდა. "პირველების" ინფორმაციით, ბრალდებულს ხელბორკილები აეროპორტში დააკავეს. ის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია, სადაც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდა.
დაკავებული ტრანსგენდერის ყოფილი მეგობარი მამაკაცია.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
კესარია აბრამიძის ცხედარი ექპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. წინასწარი ინფორმაციით, მან დანით 18-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.