კესო იმიტომ დაშორდა ჯაიანს, რომ ეს ბიჭი აქციაზე ხალხს სცემდა - აბრამიძის მეგობარი

19.09.24 15:01
კესო იმიტომ დაშორდა ჯაიანს, რომ ეს ბიჭი აქციაზე ხალხს სცემდა - აბრამიძის მეგობარი

კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კაცი რუსული კანონის მოწინააღმდეგე ადამიანების ქუჩა-ქუჩა ცემასა და ანგარიშსწორებაშია მხილებული. 

სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალის მეგობრები ყვებიან, რომ წყვილს შორის ურთიერთობის გაფუჭების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ეს გარემოება გახდა.

ირკვევა, რომ კესარია აბრამიძე თვეების განმავლობაში სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლგიური ძალადობის ქვეშ ცხოვრობდა. 

ის (ბექა ჯაიანი) სისტემის ნაწილი იყო - (რუსული კანონის საქინააღმდეგო) აქციის დარბევის კადრები რომ გავრცელდა, მე (ამჟამად დაკავებული ბექა ჯაიანი) ვიცანი და ჩავუგდე, ვუთხარი, კი ვიცოდი მანიაკი რომ იყო და თურმე, რა სიამოვნებას იღებს ხალხის ცემით-თქო. ეს იყო პირველი მიზეზი, რომ კესარია გაექცა ამ ყევალფერს და ცოტა ხანი გაერიდა, ეგონა, დრო გაივლიდა და ის გაჩერდებდოა, მაგრამ ის არ გაჩერდა. იქაც ემუქრებოდა სადაც იყო, - ამბობს კესარიას მეგობარი,  იაკობ მამულია.

 კესარია აბრამიძის მეგობარი, "პირველებთან" ამბობს იმასაც, რომ ამჟამად დაკავებული ტრანსგენდერ ქალთან ურთიერთობას მშობლებს უმალავდა და ამ კავშირის გამო თავად აბრამიძეს ადანაშაულებდა: 

ჯაიანი მშობლებს ვერ უბედავდა თუ არ კადრებდა, თუ არ ჰქოდნა სურვილი, რომ მშობლებისთვის კესოსთან ურთიერთობის შესახებ ეთქვა და მოდიოდა და ამ აგრესიას კესოსთან ანთხევდა. იმასაც რომ, აი შენთან დავიწყე ურთიერთობა და შენთან მაქვს ურთიერთობა, ამასაც კი კესოს აბრალებდა"

"პირველების" ინფორმაციით, კესარიას მკვლელობაში ბრალდებული მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა.

26 წლის ბექა ჯაიანს, პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინ 20:00 საათიდან ეძებდა. "პირველების" ინფორმაციით, ბრალდებულს ხელბორკილები აეროპორტში დააკავეს. ის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია, სადაც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდა.

დაკავებული ტრანსგენდერის ყოფილი მეგობარი მამაკაცია.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კესარია აბრამიძის ცხედარი ექპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. წინასწარი ინფორმაციით, მან დანით 18-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.