ყველა დადებითი შემთხვევების 90% მოდის დელტა შტამზე - ამირან გამყრელიძე

12.08.21 17:17
ყველა დადებითი შემთხვევების  90%  მოდის დელტა შტამზე  - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში დელტა შტამი აქტიურად ცირკულირებს. გამყრელიძის ინფორმაციით, შემთხვევათა 90% დელტა და დელტა+ შტამია. 

ეპიდსიტუაცია რთულია საკმაოდ. გლობალურად მძმდება ეპიდსტუაციუა. დღეს წინა პლანზე ყველაგან გამოდის დელტა შტამი, დელტაპლიუსი და არ არის გამორიცხული,მოგეხსენებათ, ვირუსი იბრძვის და სხვა სიურპრიზებიც დაუყენოს მოსახლეობას. ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით ცირკულაციას სხვა და სხვა შტამების ქვეყანაში , ლუგარში დადასტურებული თითქმის ყველა დადებითი შემთხვევების  90 %  მოდის დელტა შტამზე სამწუხაროდ. დელტა შტამი ხასიათდება მეტი აგრესიულობით განსაკუთრებით ახალგაზრდებში", - თქვა გამყრელიძემ.