კესარიას მეგობარი: "ფოტოების დადება თვითონ ჯაიანმა სთხოვა" - ახალი დეტალები სასტიკ მკვლელობაზე
კესარია აბრამიძისს სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - ტრანსგენდერი ქალის ახლო მეგობარი "პირველებთან" ამბობს, რომ ბექა ჯაიანმა კესარიას საერთო ფოტოს ატვირთვა თავად სთხოვა.
"ტვ პირველის" რესპოდენტი ამტკიცებს, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მოდელი ამჟამად დაკავებულს დაშორდა, დაკავებული კი ამ მეთოდით ცდილობდა, კესარია შეერიგებინა.
მისი თქმით, დაკავებული კესარია აბრამიძეს ხელის თხოვნას ჰპირდებოდა.
მეგობარი ამბობს, რომ კესარია ახლობლების აერაერთი რჩევის მიუხედავად, ბექა ჯაიანთან ურთიერთობას მაინც დასთანხმდა.
ფეისბუკზე ფოტოების დადება თვითონ მკვლელმა სთხოვა, იმ მზინით, რომ ბოლო პერიოდში იყვნენ დაშორებულები, დაახლოებით ერთი კვირის, ეს (კესარია) არ ირიგებდა, რა თქმა უნდა და იმან გამოუცხადა, რომ დადე ჩემი ფოტოები, მე ვაპირებ შენთან დაქორწინებას, ოჯახის შექმნასო. დააჯერა ეს და ამანაც დადო ფოტოები.
ადრეც იყო ძალადობის ფაქტები. ჩვენ, უახლოესი მეგობრები წინააღმდეგები ვიყავით ამ ურთუიერთობის, მაგრამ ბოლოს უკვე იმდენად შეურაცხადი იყო ჩემი მეგობარი, რომ ვერაფერს ვერ ვაგებინებდით. ძალიან შეყვარებული იყო. ის აჯერებდა ყველაფერს", - ამბობს კესარიას უახლოესი მეგობარი.
"პირველების" ინფორმაციით, კესარიას მკვლელობაში ბრალდებული მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა. ერთ-ერთი ვერსიით, სასტიკი მკვლელობის მოტივი, კესარია აბრამიძის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტო გახდა.
26 წლის ბექა ჯაიანს, პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინ 20:00 საათიდან ეძებდა. "პირველების" ინფორმაციით, ბრალდებულს ხელბორკილები აეროპორტში დაადეს. ის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია, სადაც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდა.
დაკავებული ტრანსგენდერის ყოფილი მეგობარი მამაკაცია.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
კესარია აბრამიძის ცხედარი ექპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. წინასწარი ინფორმაციით, მან დანით 18-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.