ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში მომხდარ კიდევ ერთ ტრაგედიაზე?

19.09.24 15:56
ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში მომხდარ კიდევ ერთ ტრაგედიაზე?

ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში მომხდარ კიდევ ერთ ტრაგედიაზე? - სამოქალაქო საზოგადოება მომხდარში ხელისუფლებას ბრალეულობას ხედავს. გავლენიან არსამთავრობო ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ წლების განმავლობაში ჰომოფობიას სწორედ "ქართული ოცნება" ახალისებდა და ამ გზით პოლიტიკურ ქულებსაც აგროვებდნენ.

პოლიტიკური ძალები და კონკრეტული ადამიანები, იმის გამო, რომ საკუთარი კეთილდღეობა შეინარჩუნონ, ყველაზე მოწყვლად, ყველაზე დაჩაგრული ჯგუფის მიმართ აღვივებენ ზიზღს და შემდეგ ამ ყველაფერს აქცევენ კანონდებად და  საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ინსტრუმენტებად. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა თავსი შედეგებს გამოიღებს. არ შეიძლება სიძულვილი იყოს ამ ქვეყნის მომავალი", - ამბობს ნინო ლომჯარია.

სამოქალაქო სექტორი ფიქრობს,  რომ ხელისუფლება სიძლვილს ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ აღვივებს:  

ხელისუფლება ცდილობს გააღვივოს სიძლვილი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ. ამის ყველაზე ნათელი დადასტურება არის კანონი, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო. ტრანსგენდერი ადამიანები და სხვა ყველა დაუცველი ჯგუფები არიან ობიექტები იმ სიძლვილისა, როემლის წახალისებულია ხელისუფლების მიმართ", - ამბობს საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე.

"საიას" იურისტი გოგა ხატიაშვილი კი სამართალდამცავი უწყებების არაეფექტურ და დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობსდ და პირდაპირ ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მსგავს ფაქტებზე რეაგირება პრიორიტებული აღარ არის: 

სამართალდამცავი უწყებების რეაქცია ასეთი ტიპის დანაშაულებზე რეაგირების მიმართულებით არის შესუსტებული და შესაბამისად, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამართლადამცავი უწყებებისთვის პრიორიტებული აღარ არის ასეთ ფაქტებზე რეაგირება, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება და ბუნებრივია, არაეფექტური და დაგვიანებული რეაგირება იწვევს ხოლმე ასეთ მძიმე შედეგებს", - ამბობს ხატიაშვილი.

მოდელი და მსახიობი, ტრანსგენდერი ქალი გუშინ, 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.