დაარღვევს თუ არა დუმილს კესარიას მკვლელობისთვის დაკავებული სასამართლოში? - რა ინფორმაცია გამოიტანა იზოლატორიდან ადვოკატმა

19.09.24 17:07
დაარღვევს თუ არა დუმილს კესარიას მკვლელობისთვის დაკავებული სასამართლოში? - რა ინფორმაცია გამოიტანა იზოლატორიდან ადვოკატმა

კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.  26 წლის ბექა ჯაიანს საბედისწერო ღამის დეტალებზე საჯაროდ საუბარი არ სურს. გედნერული ნიშნით ჩადენილი მძიმე დანაშულის ბრალდებით დაკავებული კაცი უფლებადამცველმა ცოტა ხნის წინ მოინახულა.

ადვოკატის თქმით, ჯაიანს ბრალს ხვალ წარუდგენენ და ხვალვე იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე. იმართლებს თუ არა თავს და დაარღვევს თუ არა დუმილს ჯაიანი მოსამართლის წინაშე, ამის შესახებ უფლებამდამცველი არ საუბრობს. 

კომუნიკაცია, რაც ჩვენს შორის შედგა, არის, რა თქმა უნდა, კონფიდენციალური, შესაბამისად, ამის შესახებ ინფორმაიას ვერ მოგაწვდით. აღიარებს თუ არა დანაშუალს, ამის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. საქმის მასალებს ამ ეტაპზე არ ვიცნობ. ბრალის წარდგენა იქნება ხვალ, შესაბამისად აღკვეთი ღონისძების სხდომაც ჩატარდება ხვალ. ფსიქოლიგიურ ექსპერტიზას არ მოვითხოვთ. ჯერჯერობით ამის თაობაზე არ ვფიქრობთ", - ამბობს ადვოკატი. 

მკვლელობის საქმეში დევს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელშიც ჩანს, რომ კესარია აბრამიძის სახლში შესვლიდან 10 წუთში ის კიბიის დახმარებით გარბის. "პირველების" ინფორმაციით, საქმეში ასევედევს ერთ-ერთი ოქროს მოწმის, ტაქსის მძღოლის ჩვენებაც. 

მოდელი და მსახიობი, ტრანსგენდერი ქალი გუშინ, 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.

"პირველების" ინფორმაციით, ჯაიანი მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.