რატომ გაიმეტა კესარია აბრამიძე პარტნიორმა? - დეტალები ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ მკვლელობაზე
გამოძიება ამ დრომდე ვერ ასახელებს, კესარია აბრამიძის მკვლელობის მოტივს. სათვალთვალო კამერის ჩანაწერები კი ადასტურებს, რომ ეს წინასწარ მომზადებული უმძიმესი დანაშაული იყო. ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა ჯაიანი, კესარიას ბინას 14 წუთში ტოვებს და დანაშაულის ადგილიდან გარბის. ეს ის დროა , რაც 26 წლის სპორტსმენს, განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ჩასადენად დასჭირდა.
არის კიდევ ერთი დეტალი, სავარაუდოდ დაგეგმილი მკვლელობის შესახებ მხოლოდ ჯაიანმა არ იცოდა. არ არის გამორიცხული ციხეში მასთან ერთად დანაშაულის დაფარვისთვის სხვებიც აღმოჩნდნენ.
მოკლულის მეგობრები ამბობენ, რომ კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კაცი რუსული კანონის მოწინააღმდეგე ადამიანების ქუჩა-ქუჩა ცემასა და ანგარიშსწორებაშია მხილებული. მსხვერპლის ახლობლები პირველებს უყვებიან, რომ ეს გახდა კონფლიქტის მიზეზი, რის გამოც კესარია აბრამიძემ ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობა გაწყვიტა.