კესარია შველას ითხოვდა: არსებობდა თუ არა შანსი ტრაგედია თავიდან ყოფილიყო აცილებული?
არსებობდა თუ არა შანსი კესარია აბრამიძის ტრაგედია თავიდან ყოფილიყო აცილებული? - მკვლელობამდე დიდი ხნით ადრე, ტრანსგენდერი ქალი შველას ითხოვდა. მიმართა პოლიციასაც და უთხრა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო, მაგრამ არავის რეაგირება არ მოუხდენია. ჩნდება კითხვა - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარზე?
სამოქალაქო საზოგადოება ხელს “ოცნებისკენ“ იშვერს, რომელიც ჰომოფობიას პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით ახალისებს. უფლებადამცველებისთვის მომხდარი მკვლელობა არის სიგნალი, თუ რამდენად მძიმე შედეგი მოჰყვება ხელისუფლების სიძულვილს ყველაზე დაუცველი ჯგუფების მიმართ.