"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე თავდასხმა ზუგდიდში - შსს-მ გამოძიება დაიწყო
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე თავდასხმა ზუგდიდში - შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
შემთხვევა ბარამიას ქუჩაზე გუშინ ღამით მოხდა, სადაც პარტიის წევრები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საინფორმაცი ტიპის ბუკლეტებს არიგებდნენ.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის მტკიცებით, 50 - მდე “ოცნების“ მაისურიანი პირები მათთან მივარდნენ, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც წითლიძე ამბობს, ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც თავდასხმის მსხვერპლი გახდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.