"რომ დავიხოცებით, ხომ დაინახავენ" - შუქრუთელებს პარლამენტთან წვიმაში კარვის გაშლის უფლებას არ აძლევენ
შუქრუთელების პროტესტი პარლამენტთან გრძელდება - წვიმას და სიცივეში მყოფ ხალხს დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების გაშლის უფლება არ აძლევენ.
საკუთარ სახლებს მოწყვეტილი ადამიანები "პირველებთან" ამბობენ, რომ პოლიცია მათ სახელდახელო საშუალებების გადაფარების საშალებასაც არ აძლევს, რომ წვიმისგან თავი დაიცვან.
სასამართლომ მიიღო სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რისი უფლებაც ჩვენს ისედაც გვქონდა, რომ კარავი გაგვეშალა, მაგრამ არ მოგვცეს კარვის გაშლის უფლება და გვიწევს ასეთ პირობებში, წვიმაში ასე ყოფნა. არც პოლიცია არ გვაძლევს ამის გადაფარების უფლებას. მაგათ გონიათ, რომ ამით გავჩერდებით, რახან კარავში ვერ ვიქნებით, მაგრამ გავუძლებთ და ვიქნებით ბოლომდე. რომ დავიხოცებით, ხომ დაინახავენ. ეგენი თუ ვერ დაინახავენ, მთელი საქართველო გაიგებს და დაინახავს", - ამბობს პროტესტის მონაწილე.
მოშიმშილე და პირამოკერილი ადამიანები უკვე თვებია ითხოვენ კონპენსაციებს, რომლითაც სახლების შეძენას შეძლებნ ჭიათურაში. პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები ამბობენ, რომ ისინი "ჯორჯიან მანგანეზის" მუშაობის გამო დაზარალდნენ. თბილისში ჩამოსულ მოქალაქეებს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი ამ დრომდე არ ხვდება.