სანთლები და ფოტოები პარლამენტთან - მოქალაქეებმა კესარიას ხსოვნას პატივი მიაგეს

20.09.24 11:55
სანთლები და ფოტოები პარლამენტთან - მოქალაქეებმა კესარიას ხსოვნას პატივი მიაგეს

კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალის დადგენილებას დღეს გააცნობენ. ბექა ჯაიანი გამომძიებლებს დიღმის მთავარ სამმართველოში ელოდება წუთი-წუთზე ელოდება. 27 წლის კაცი ამ დრომდე დუმს, არ ამბობს, რა მოხდა საბედისწერო ღამეს ავთანდილის 8 ნომერში. 

კესარია აბრამიძის ხსოვნას კი პატივი მოქალაქეებმა პარლამენტთან მიაგეს. მოკლული ტრანსგენდერი ქალიისადმი პატივისცემის ნიშნაად, ხალხმა საკანონმდებლო ორგანოსთან სანთლები დაანთესს და კესარიას გამოსახულებით ფოტო სურათები გაშალეს. მოქალაქეები ფიქრობენ რომ კიდევ ერთ ტრაგედიამდე ქვეყანა, ხელისუფლების ჰომოფობიური პოლიტიკისს გამო მივიდა.

ჩვენ უკვე თვეებია იმაზე ვსაუბროთ, რომ ამ ფაშისტური კანონის მიღებას მოჰყვებოდა სიძლვილის გაზრდა და მწვანე შუქის ანტება მოძალადეებისთვის. რეალურად ასეც მოხდა. ყველაზე ემანსიპირებული, ყველაზე თავისუფალი ტრანსგენდერი ქალიც კი ასე სასტიკად მოკლეს. ჩვენი მესიჯი არის ის, რომ ახლა, ამ მომენტში საზოგადოებამ უნდა ვთქვათ,რ ომ ადამიანის სიცოცხელა რის ჩვენი ფუნდამენტური ღირებულება, არ აქვს მნიშვნელობა მის იდენტობას, არაფერს. ჩვენ უდნა დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე და უნდა ავირჩიოთ 26 ოქტომბერს უნდა ავირჩიოთ ისეთი მთავრობა, რომელიც მართლა დაიცავს ადამიანებს", - ამბობს მოქალაქე.

მოდელი და მსახიობი, ტრანსგენდერი ქალი გუშინ, 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.

"პირველების" ინფორმაციით, ჯაიანი მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა.

კესარია აბრამიძეს 20-მდე ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. არსებობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს, რომ მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჯაიანი მასთან სახლში მივიდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.