თავდასხმა ვახო სანაიაზე - მოსამართლემ შესაძლოა, განაჩენი დღეს გამოაცხადოს

13.08.21 11:08
თავდასხმა ვახო სანაიაზე - მოსამართლემ შესაძლოა, განაჩენი დღეს გამოაცხადოს

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე დღეს მოსამართლემ შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადოს. პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. 

ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ განგებ გააჭიანურა, რაზეც  წინა გადადებული პროცესებიც მეტყველებს. ვახო სანაია ხელისუფლებას მიმართავს, არ გამოუშვან თავდამსხმელები გარეთ, რათა არ მოხდეს დანაშაულის წახალისება. 

მოლოდინი არის ერთადერთი, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და მოსამართლემ შეუფარდოს პატიმრობა. სწორედ ასეთმა ფაქტებმა ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი ქვეყანა მნიიყვანა 5 ივლისამდე, როცა დამნაშავეებს არ სჯიდნენ, როცა წახალისებული იყო ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა, აქტივისტებზე, ზოგადად, განსვხვაბეული აზრის მქონე ხალხზე, ზუსტად აი, ამ წახალისებულ ძალადობას, ხელისუფლების მხრიდან დათესილ სიძულვილს და მოწოდებებს შეეწირა ჩვენი კოლეგა ლექსო ლაშქარავა. ერთადერთი მოლოდინია, რომ ეს ადამიანები გამტყუდნებიან. ყველა მტკიცებულება არსებობს, - ამბობს ვახო სანაია.