"ჩემი კანონიერად დაკავების მტკიცებულება არ აქვთ" - ბაბაევის სასამართლო პროცესი გადაიდო

20.09.24 13:27
"ჩემი კანონიერად დაკავების მტკიცებულება არ აქვთ" - ბაბაევის სასამართლო პროცესი გადაიდო

იოსებ ბაბაევის სასამართლო პროცესი გადაიდო. გორელი ბიზნესმენის წინააღმდეგ პოლიციამ მოსამართლეს ვერ წარუდგინა სამხრე კამერების ჩანაწერები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ბაბაევმა 14 სექტემბერს კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა. 

ბიზნესმენის თქმით, სამართალდამცველებმა იმიტომ არ წარმოადგინეს სასამართლო სხდომაზე სამხრე კამერების ჩანაწერები, რომ მისი განცხადებით, ამით მისი უდანაშაულობა დადასტურდებოდა.

112-ს აქვს პრობლემა, დისკები მუდმივად, იშლება. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსაც სამხრე კამერები რისთვის დააქვთ, გაურკვეველია. როდესაც გვჭირდება ჩანაწერი, არ ჩანს. იმიტომ, რომ იშლება, შლიან შეგნებულად. მათ არ აქვთ მტკიცებულება ჩემი კანონიერად დაკავების. დაკავება და ჯარიმა იყო უკანონო და ისინი არიან ბოლშევიკები. თვითონაც იციან, რომ აქვთ ჩანაწერი, უბრალოდ, ახლა არ ჭირდებათ, რადგან ვერ ამტკიცებენ. სწორედ, ამით მტკიცდება ჩემი უდანაშაულობა და დაკვეთა", - ამბობს ბაბაევი.

სამოქალაქო აქტივისტი იმ დროს დააკავეს, როცა გორში ივანიშვილის დახვედრის სამზადისი მიმდინარეობდა. გადაკეტილ გზებს შორის, ბაბაევი საკუთარ რესტორნამდე მისვლას ცდილობდა, რათა დაწესებულება პროდუქტებით მოემარაგებინა, თუმცა საბოლოოდ რესტორნის ნაცვლად წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა.   პოლიცია ბაბაევს სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობას ედავება.