დამავალეს, კალაძეს მოვუხადო ბოდიში - დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი

13.08.21 11:19
დამავალეს, კალაძეს მოვუხადო ბოდიში - დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი

დედაქალაქის მერი კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. დასაუფთავების სამსახურის თანმშრომლების ხმაურიანი პროტესტის შემდეგ, თბილისსერვისის ხელმძღვანელმა გაფიცვის ერთ-ერთი მონაწილე კაბინეტში დაიბარა. 

ირაკლი ბაღდავაძე „პირველებს“ უყვება, რომ რომეო მიქაუტაძემ ჯერ ფულის სანაცვლოდ გაჩუმება მოსთხოვა, შემდეგ კი უთხრა, რომ კახა კალაძისთვის საჯაროდ ბოდიში უნდა მოეხადა. ბაღავდაძე  არ გამორიცხავს, რომ ამ აღიარებს შემდეგ სამსახურიც დაატოვებინონ.


სამსახურის მერე მოვდივარ, გამოვიცვალე ფორმა და დათო გელოვანი მანქანით მხვდება, „წამოდი, გავისეირნოთ“. მე მეგონა, რომ აქციაზე რომ პროტესტი გამოვთქვი, მანქანა არ გვივარგა, ბუნკერი არ გვივარგა, მეგონა უბანში უდნა ავიყვანო და ვაჩენო რა პრობლემა არის. ამასობაშ უხვევს და მივდივართ აეროპორტის ტრასისკენ., ვეკითხები, სად მივდივართ? მიოვდივართ რომეო მიქაუტაძესთან. შევდივართ, იკეტება კარი და ვიწყებთ ლაპარაკს. რამდენი გიჯდება გირაოთი ბინა? მე მეუბნება. რას მთავაზობ-მეთქი? არ მინდა, ჩემით მივაღწევ ყველაფერს-მეთქი. დამავალეს, კალაძეს მოვუხადო ბოდიში, უკაცრავად,რ ომ არასწორი ინფორმაცია მომივიდა, - ამბობს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი. 

თბილსსერვისის ხელმძღვანელი ფაქტს უარყოფს და პრესსსამასახურთან გავამისამრთებს.