საპროტესტო აქცია შინდისში - ადგილობრივები ავტობუსის გაჩერების არარსებობას აპროტესტებენ
საპროტესტოო აქცია გაიმართა, ცოტა ხნის წინ შინდისში. ადგილობრივი მოსახლეობა, ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მოქალაქეები ავტობუსის გაჩერების არარსებობას აპროტესტებენ. ქუჩაში გასულმა ხალხმა გზის გადაკეტვაც სცადა.
ირკვევა, რომ შინდისის მოსახლეობამ, მოსაცდელის მოწყობის თხოვნით, დედაქალაქის მერიას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ. მოსაცდელის არარსებობის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფელში გაუჩერებლად მოძრაობს, რის გამოც, მათ შორის, ზამთრის ცივ დღეებში მოზარდებს, სკოლამდე მისასვლელად დამატებითი კილომეტრების გავლა ფეხით უწევთ. ან მანძილს ემატება გზა მომდევნო გაჩერებამდე.
ორიწელია გაჩერება პრობლემაა, თავიდან, ერთი ავტობუსი აჩერებდა აქ, შემდეგ ყველამ დაგვაიგნორა. ბავშვები გვყავს, სკოლაში დაგვყავს, ჩვენი ხმა არ მიდის გამგებელთან. მერიასთან მივიდა, მაგრამ არაფერს არ აკეთებენ."