კესარიას მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს - ადვოკატი

20.09.24 14:55
კესარიას მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს - ადვოკატი

კესარიას მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს - ამის შესახებ ბექა ჯაიანის ადვოკატმა ბრალის წარდგენის შემდეგ მედიასთან განაცხადა. 

უფლებამდამცველის თქმით, დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, რადგან საქმის მასალები დღეს გადაეცა.

ბრალი წარედგინა. იგი, ამ ეტაპზე, იყენებს დუმილის უფლებას, შესაბამისად, გამოკითხვის ოლქში სწორედ აღნიშნული დაფიქსირდა. მას გამოძიება ედავება, რომ ჩაიდინა 109-ე მუხლით გათვანისწინებული დანაშაული, კერძოდ, გენდერი და, განსაკუთრებული, სისასტიკე. საქმის მასალებს ჯერ, ამ ეტაპზე, არ ვიცნობ, ვინაიდან დღეს გადმოგვეცა. ჩემი დასაცავი პირიც იყენებს დუმილის უფლებას. საქმესთან დაკავშირებით გარემოებებზე, გამოკითხვის ოქმებზე თუ სხვა საგამოძიებო ექსპერიმენტებზე კონკრეტულ ინფორმაციას, ვერ მოგაწვდით, ახლა. ბრალდებულმა პოზიცია დააფიქსირა, მხოლოდ ის, რომ იყენებს დუმილის უფლებას.

პროკურატურის ინფორმაციით კი სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბექა ჯაიანთან ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება - „ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერი“, სადაც მან დანაშაულის დეტალებზე ისაუბრა. 

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მან 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, თბილისში "ოპინელის" ფირმის გასაშლელი დანა შეიძინა და კესარია აბრამიძესთან შეხვედრა გადაწყვიტა.

ჯაიანმა იყიდა დანა და გადაწყვიტა კესარიას შეხვედროდა, განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ფოტოების გასაჯაროებას დასთანხმდა - წერს პროკურატურა. 

უწყების ცნობით, დაკავებულმა ჯერ ხელი დაარტყა კესარიას, შემდეგ იმავე დღეს შეძენილი დანით 28 ჭრილობა მიაყენა.

გამოძიების ინფორმაციით, ჯაიანი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნათესავის ბინაში მივიდა, სისხლიანი მაისური გამოიცვალა და ბინა დატოვა, რის შემდგომაც ჯერ ტაქსით წავიდა დიდუბის მეტროსთან, საიდანაც მეტროთი მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ იმგზავრა, ხოლო შემდეგ ასევე ტაქსით სენაკისკენ გაემართა.

სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებმა ბექა ჯაიანი სამტრედიისკენ მიმავალ გზაზე, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს და დააკავეს.