პროტესტი კანცელარიასთან - 700-მდე სტომატოლოგი კობახიძისგან სამედიცინო პროგრამის გადარჩენას ითხოვს

20.09.24 16:08
პროტესტი კანცელარიასთან - 700-მდე სტომატოლოგი კობახიძისგან სამედიცინო პროგრამის გადარჩენას ითხოვს

პროტესტი კანცელარიასთან - 700-მდე სტომატოლოგი პრემიერ მინისტრს წერილით მიმართავს.მედიკოსები ირაკლი კობახიძისგან, ჩავარდნის პირას არსებული სამედიცინო პროგრამის გადარჩენას ითხოვენ. ირკვევა, რომ მედიკოსებს უწყვეტი სამედიცინო განვითარების ტრენინგების გავლას სთხოვენ, თუმცა გადამზადება ძვირი ჯდება.

დაახლოებთ, ორი ათას ლარიან მეცადინეობებს, ხშირ შემთხვევაში, სტომატოლოგები რეგიონებიდანაც უნდა დაესწრონ დედაქალაქში, რადგან ეს მეცადინეობა მხოლოდ თბილისში ტარდება. ის კი, ვინც ამ ტრენინგებს ვერ გაივლის, 20 ქულის გარეშე დარჩება, რაც მათი თქმით, პროფესიაში ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება. 

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებთა დაცვის ლიგას 700-ზე მეტმა სტომატოლოგმა მიმართა და ჩვენ, მათი სახელით, შეგვაქვს წერილი პრემიერ მინისტრთან, იმ იმედით, რომ აღმოიფხვრება არსებული პრობლემები, რომლებიც წარმოიშვა 2025 წლის 1 იანვრამდე დასაგროვებელი "უსგ" ქულების გამო. თუ ეს არ მოგვარდა, საქართველო სტომატოლოგების გარეშე დარჩება ან გადაინაცვლებს იატაკქვეშეთში, სადაც ინფექციების კონტროლი, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება."- ამბობს სტომატოლოგი.