ლორთქიფანიძის ქუჩაზე კლდის ფერდი ჩამოიშალა - ევაკუირებულია 90-მდე ოჯახი

13.08.21 11:54
ლორთქიფანიძის ქუჩაზე კლდის ფერდი ჩამოიშალა - ევაკუირებულია 90-მდე ოჯახი

ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც გუშინ საღამოს კლდის ფერდი ჩამოიშალა, მშენებლობა შეჩერებულია. ევაკუირებულია 90-მდე ოჯახი. ისინი დროებით სასტუმროებში გადაიყვანეს.

ტერიტორიის მოკვლევა უკვე დაწყებულია. მშენებლობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც სპეციალისტების საბოლოო დასკვნა დაიდება. 

ასევე, ირკვევა, რომ მშენებელი, რომელიც ადგილზე მშენებლობას აწასრმოებდა, „ქართული ოცნების“ შემომწირველი, ტარიელ გიორგაძეა. მან არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მმართველ გუნდს 60 ათასი ლარი შესწირა, შემდეგ კი დედაქალქის მერმა მას აღნიშნულ ადგილზე 14 სართულიანი კორპუსის მშენებლობის უფლება მისცა. 

ოპოზიცია მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერს, კახი კალაძეს აკისრებს. 

ლორთქიფანიძის ქუჩაზე კლდის ფერდი გუშნ სღამოს ჩამოიშალა. მოქალაქეები ტრაგედიას საბედისწეროდ გადაურჩნენ. კლდის ფერდის ჩამოშლის შედეგად დაზიანდა აირის მილები და წყალგაყვანილობის სისტემა.