პროტესტი “ევოლუშენ ჯორჯიაში“ გრძელდება - გაფიცული თანამშრომლები ჯანდაცვის მინისტრისგან დახმარებას ითხოვენ

20.09.24 18:41
პროტესტი “ევოლუშენ ჯორჯიაში“ გრძელდება - გაფიცული თანამშრომლები ჯანდაცვის მინისტრისგან დახმარებას ითხოვენ

“ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები ჯანდაცვის მინისტრისგან დახმარებას ითხოვენ. აზარტული თამაშების ოპერატორ კომპანიაში დასაქმებულები შრომითი უფლებების გაუმჯობესებას ელოდებიან.

“ევოლუშენი“ ამ დრომდე დათმობაზე არ მიდის, ამიტომ  პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები მიხეილ სარჯველაძის სამსახურთან მივიდნენ. ძალაში რჩებაა, თავდაპირველი  მოთხოვნებიც - ბულინგში მხილებული მენეჯერებისს სამსახურიდან გაშვების შესახებ.

გაფიცვის 71-ე დღეა, უკვე უკიდურეს ფორმებშია გადზრდილი, დღევანდელი მდგომარეობით, 3 ადამიანი მშრალ შიმშილზეა, მათ შორის, ერთ-ერთი ემიგრანტი სტუდენტია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა რისკის ქვეშაა. კომპანია ამას ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ხელისუფლებას არ აქვს უფლება დააიგნოროს ეს ამბავი“,- ამბობს აქციის მონაწილე.