SOLO-ს მხარდაჭერით, GYMBREEZE-ის პადელის ყოველწლიური ტურნირი იწყება

20.09.24 18:49
 SOLO-ს მხარდაჭერით, GYMBREEZE-ის პადელის ყოველწლიური ტურნირი იწყება

SOLO კულტურული და სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს და GYMBREEZE-ის პადელის ყოველწლიური ტურნირის პარტნიორია. 

ტურნირის ფარგლებში, 29 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, GymBreeze-ის კორტებზე პადელის ჯგუფური შეხვედრები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 96 გუნდი მიიღებს. ისინი ერთმანეთს ჯგუფურ და play-off ეტაპებზე დაუპირისპირდებიან. 

პადელის ჩემპიონატის განრიგი ასე გამოიყურება:

29, 30 სექტემბერი და 1 ოქტომბერი - ჯგუფური ეტაპი;

2, 3, 4 ოქტომბერი - პლეი-ოფის ეტაპი;

5 ოქტომბერი - ნახევარფინალი;

6 ოქტომბერი - ფინალი, დაჯილდოების ცერემონია.

პადელის ყოველწლიურ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე. 

SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობის საფასურის SOLO ბარათით გადახდისას 20%-იანი ქეშბექით ისარგებლონ. 

პადელის ტურნირში მონაწილეობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

NS