დაარღვევს თუ არა დუმილს კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული - საქალაქოში პროცესი იწყება
ყურადღების ცენტრში საქალაქო სასამართლოა. დაარღვევს თუ არა დუმილს კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული? 26 წლის ბექა ჯაიანის ჩვენება გამოძიებას ჯერ არ აქვს. საქმეში მხოლოდ ფარული აუდიოჩანწერი დევს, საიდანაც ირკვევა, რომ კაცმა დანაშაული წინასწარ დაგეგმა. ბინაში ასულმა კესარია აბრამიძეს ჯერ ხელი დაარტყა, შემდეგ კი 28 ჭრილობა მკვლელობის დღეს ნაყიდი გასაშლელი დანით მიაყენა.
რამდენიმე წუთში კაცი კესარია აბრამიძის ბინას ტოვებს. ნათესავის სახლში გარბის და კვალის დასაფარად სისხლიან ტანსაცმელს იცვლის. ბრალდებულს გადაწყვეტილი ჰქონდა ქვეყნიდან გაქცევაც, მაგრამ ის სამართალდამცველებმა ქუთაისის აეროპორტის გზაზე დააკავეს. ახლა ჯაიანს გამოძიება გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას ედავება და არ არის გამორიცხული, ციხეში სამუდამოდ გაუშვან.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.