როგორი ამინდი იქნება 21 სექტემბერს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

20.09.24 19:31
როგორი ამინდი იქნება 21 სექტემბერს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შავი ზღვის სანაპიროსა და მიმდებარე რაიონებში, ასევე, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ნაწილში შესაძლებელია ძლიერი წვიმა.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).