რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი, გიორგი შანიძე თავისუფალია

20.09.24 20:15
რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი, გიორგი შანიძე თავისუფალია

გიორგი შანიძე თავისუფალია - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 20 სექტემბერს შეიწყალა.

გიორგი შანიძემ N8 პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. 

შეგახსნებეთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა კაცს რუსული კანონის გაპროტესტების გამო 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

გიორგი შანიძე უკრაინააში იბრძოდა, დაბრუნების შემდეგ კი ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს რუსთაველის გამზირზე იცავდა. გამოძიება შანიძეს სახელმწიფო ქონების დაზიანებას და დიდი ოდენობით მარიხუანას მოყვანა-შენახვას ედავებოდა.