"მეუბნებოდა, თუ დაგშორდები, დაგბრიდო მირჩევნიაო" - ბექა ჯაიანის წინააღმდრგ კიდევ ერთი მტკიცებულება გაჩნდა
ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმეში ბექა ჯაიანის წინააღმდეგ კიდევ ერთი მტკიცებულება გაჩნდა. ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ჯაიანი კესარია აბრამიძეს სიცოცხლის მოსპობით ჯერ კიდევ თვეების წინ ემუქრებოდა.
აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ მუქარის, შანტაჟის და ძალადობის გამო კესარია აბრამიძე საქართველოდან იყო გაქცეული. აბრამიძე მუსერიძეს უყვება, რომ ჯაიანი მისი მისამართით მუქარას განაგრძობს და მისგან დამოუკიდებლად მის საცხოვრებელ სახლსაც კი სტუმრობდა.
ეს ერთი თვე სულ მივვარდებოდა სახლში და უარესებს აკეთებდა და წამოსული რომ ვარ, მაინც მიდის სახლში, მაინც არ მანებებს თავს. "ჩამოდი, ჩამოდი", მანიპულირებს, მენატრები. თავისმა ძამაკცმა მითხრა, რომ იმიტომ გიბარებსო, რომ იძახის, დავბრიდავ და თავსაც მოვიკლავო, მაგას ასე ვუყურო, ვერ ავიტანო. სულ მეუბნებოდა ისე, თუ დაგშორდებიო, დაგბრიდო მირჩევნიაო, იმიტომ, რომ ჩემს მერე რომ სხვასთან წახვიდე, მაგას ვერ ავიტანო. ეგეთი ტიპია, ავადმყოფია, ხომ ხვდები, გამწარებულია, რომ დავშორდი. და რომ დავშორდი, ვითომ წამლები დალია და თავს იკლავდა, ოღონდ ვითომ. კამერით დამანახა და თვითონ მივიდა საავადმყოფოში ამოსარეცხად. ასეთი მანიპულატორი ტიპია და რომ ჩამოვიდე, უეჭველი ვიცი, მაინც მომადგება, - ამბობს აუდიოჩანაწერში კესარია.
მოდელი და მსახიობი, ტრანსგენდერი ქალი 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.