კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე - ბექა ჯაიანის პოზიცია ცნობილია
თბილისის საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე 26 წლის კაცის მიმართ დღევანდელ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
სახელმწიფო ბრალდება ბექა ჯაიანისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
სხდომას ესწრება ბრალდებული ჯაიანიც. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. ჯაიანის პოზიცია მისმა ადვოკატმა გაავრცელა. ბრალდებული სასამართლოს გადაწყვეტილებას ანდობს.
ცნობისთვის, მოდელი და მსახიობი, ტრანსგენდერი ქალი, 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.
"პირველების" ინფორმაციით, ჯაიანი მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა.
კესარია აბრამიძეს 20-მდე ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. არსებობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს, რომ მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჯაიანი მასთან სახლში მივიდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.