უბედური შემთხვევა თბილისში - დენის დარტყმის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა თბილისში - დენის დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანებებით 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა.
არასრულწლოვანი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და 19 სექტემბერს გარდაიცვალა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.