"საპატრიარქოს და სახალხო დამცველს მივმართეთ, მაგრამ გამოხმაურება არ ყოფილა" - შუქრუთელების პროტესტი გრძელდება

21.09.24 11:43
"საპატრიარქოს და სახალხო დამცველს მივმართეთ, მაგრამ გამოხმაურება არ ყოფილა" - შუქრუთელების პროტესტი გრძელდება

პროტესტის ეპიცენტრში მიტოვებული შუქრუთელები საპატრიარქოს პასუხის მოლოდინში. მოშიმშილე და პირამოკერილი ადამიანები ელოდებიან, რომ სამღვდელოება მაინც დაინტერესდება მათი პრობლემებით და მომლაპარაკებლად საქმეში ჩაერთვებიან. 

პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები დახმარებას ითხოვენ სახალხო დამცველისგანაც. 

"სასამართლო კარვის გაშლის უფლება არ მოგვცა, ბრეზენტის გადაფარების უფლებასაც კი არ გვაძლევენ, ალბათ, უნდათ, რომ დავიხოცოთ. გუშინ საპატრიარქოსაც მივმართეთ, სახალხო დამცველსაც, მაგრამ, ჯერჯერობით, არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა არც საპატრიარქოდან არც სახალხო დამცველიდან", - ამბობს აქციის მონაწილე. 

უკვე მეოცე დღეა, ათობით ადამიანი საკვების მიღებაზე უარს ამბობს. რამდენიმე მომიტინგის ჯანმრთელობის მდგომარება საყურადღებოცაა.  

"ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობით დაზარალებული ადამიანები ითხოვენ კონპენსაციებს, რათა შეძლონ უფუნქციო სოფლებიდან წასვლა და ახალი ცხოვრების სხვა სახლებში დაწყება.