ქვეყანაში სტაბილურად მძიმედ ნარჩუნდება ეპიდსიტუაცია - ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრი არ მალავს, რომ ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებაა და ჯანდაცვის სექტორის პროცესების მართვა უჭირს.
ქვეყანაში სტაბილურად მძიმედ ნარჩუნდება ეპიდსიტუაცია. დღესდღეობით ჩვენ უკვე გვყავს 50 ათასზე მეტი ინფიცირებული, აქტიური ქეისი. გარდა ამისა, დღეს დაფიქსირებული რიცხვი ჯერჯერობით კვლავ ნარჩუნდება მაღალი, თუმცა გუშინ მიღებული გადაწყვეტილებებით, ჩვენი მოლოდინია, რომ შემდეგი ორი კვირის მანძილზე შევძლებთ და დავასტაბილურებთ ინფექციის გავრცელების რაოდენობას. საწოლფონდს რაც შეეხება და კლინიკების მობილიზაციას, ჩევნ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ უწყვეტად, - აცხადებს ტიკარაძე.