პირველი ინტერვიუ კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის დედასთან: მე ორივეს დავტირი, როგორც კესოს, ისე ბექას

21.09.24 12:55
პირველი ინტერვიუ კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის დედასთან: მე ორივეს დავტირი, როგორც კესოს, ისე ბექას

 

 

კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლელო­ბაში ბრალ­დე­ბუ­ლის, ბექა ჯა­ი­ა­ნის დედა პირ­ველ კო­მენ­ტარს "ნოდარ მელაძის შაბათთან" აკე­თებს. 

ჯაიანის დედა ადასტურებს, რომ კე­სა­რი­ას, მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე ესა­უბ­რა, რა დროსაც ტრანსგენდერმა ქალმა მას უთხრა, რომ მის შვილს ცო­ლად მოჰ­ყავ­და.

"მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო კე­სა­რი­ას დე­დას და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო. მე ორი­ვეს ვტი­რი, რო­გორც კე­სოს, ისე ბე­ქას. მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე ვე­სა­უბ­რე კე­სოს, შენს შვილს ცო­ლად მოვ­ყა­ვა­რო და თა­ნახ­მა ხარო? მი­თხრა" - ამ­ბობს ბექა ჯა­ი­ა­ნის დედა, რომელმაც პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბათს" მის­ცა.

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ მკვლელობაზე საგამოძებო რეპორტაჟი მარიამ გაფრინდაშვილმა მოამზადა და მას მაყურებელი, დღეს, 8 საათზე, "ნოდარ მელაძის შაბათში" იხილავს. 

  • მოდელი და მსახიობი, ტრანსგენდერი ქალი  18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს. მოსამართლემ გუშინ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.