გაყალბებული PCR ტესტები ფულის სანაცვლოდ - დაკავებუია ერთი პირი
გაყალბებული PCR ტესტები ფულის სანაცვლოდ - დანაშაულში ეჭვმიტანილი 2 პირიდან ერთი დაკავებულია. გამოძიებით ირკვევა, რომ იმერეთში ერთ-ერთი კლინიკის სახელით, ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაინტერესებულ პირს ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაუმზადეს და გადასცეს PCR ტესტის უარყოფითი შედეგი. სამართლამდაცველებმა ყალბი ცნობის დამზადებისათვის გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა ნივთმტკიცებად ამოიღეს.