რაც მოხდა ვერეს ხეობაში, ანალოგიური გველოდება - თეა გოდოლაძე

18.03.21 13:02
რაც მოხდა ვერეს ხეობაში, ანალოგიური გველოდება - თეა გოდოლაძე

ვაშლიჯვარში მეწყერსაშიში მდგომარეობაა. მაჭავარიანის ფერდობზე მიწას  ბზარები გაუჩნდა.  ადგილობრივ მაცხოვრებლებს  საფრთხე განსაკუთრებით წვიმიან ამინდში ემუქრება, რადგან წვიმა  მეწყრულ პროცესებს ხელს უწყობს. სპეციალისტები და სეისმოლოგები მეწყერის გამომწვევ მიზეზად არსწორად წარმოებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახელებენ. ისინი აცხადებენ, რომ არსებობს საშიშროება, ნახევარი მილიონი კუბი მიწა მოწყდეს, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მოსახლეობასაც და გარემოსაც. სპეციალისტების ამბობენ, რომ ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედია შესაძლებელია, განმეორდეს.

მეწყერი დინამიკაშია და მისი გაჩერება შეუძლებელია, ნახევარი მილიონი კუბია მოწყვეტილი , რომელიც დღეს თუ ხვალ, აუცილებლად ჩამოვა , ეს მოხდა ადამიანის ჩარევისა და არასწორი სამშენებლო დაგეგმარების გამო. რაც მოხდა ვერეს ხეობაში, იგივე გველოდება, ახლა მეწყერი დინამიკაშია და მისი გაჩერება რაიმე კედლით შეუძლებელია - ამბობს სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე.

 

თბილისი მერი, კახა კალაძე, აცხადებს, რომ ეს პროცესები დღეს და გუშინ არ დაწყებულა

გამომწვევი პროცესები უცნობია, როგორც კი საფრთხის შესახებ შევიტყვეთ, მივიღეთ პრევენციული ზომები, გადაიკეტა მაწავარიანის ქუჩა ორმხრივად, მიმდინარეობს პროექტირება, ველოდებით სპეციალისტებს გერმანიიდან, კეთდება ყველაფერი, რომ გზა რაც შეიძლება, მალე გაიხსნას - ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.

პოლიციას ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის გზა ორმხრივად აქვს გადაკეტილი, სეისმოლოგები და სპეციალისტები ვაშლიჯვარში დილიდან იმყოფებიან და პრობლემას ადგილზე სწავლობენ, ისინი ვარაუდობენ, მეწყრული პროცესების გაქტიურებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ იფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას სპეციალისტებმა მაჭავარიანის ფერდობზე კლდე გაჭრეს და დიდი რაოდენობით წყლის მილები გაიყვანეს. 

მსგავსი სიახლეები