აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

13.08.21 14:54
აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ტყვარჩელის რაიონის სოფელ გალხუჩში ამავე სოფლის მკვიდრი, საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ავრცელებს. 

ე.წ. უშიშროების სამსახურის თანახმად, 1962 წელს დაბადებული ვახტანგ სონღულიას სახლში აღმოჩენილია 23 ვაზნა და ხელყუმბარა. 

საქმის დეტალები ჯერჯერობით  უცნობია.