ავარია წიწამურის გზაზე - დაღუპულია მოპედის მძღოლი

21.09.24 16:10
ავარია წიწამურის გზაზე - დაღუპულია მოპედის მძღოლი

ავტოსაგზაო შემთხვევა წიწამურის გზაზე - როგორც "ჩემი ქალაქი მკლავს" Facebook-ზე წერს, ავარიის შედეგად მოპედის მძღოლი დაიღუპა.

TVPIRVELI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთი პირის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას უდასტურებენ. 

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები