"ევოლუშენ ჯორჯიაში" უწყვეტი პროტესტი გრძელდება - გაფიცულმა თანამშრომლებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს
"ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულმა თანამშრომლებმა შენობის მეორე მხარეს გადაინაცვლეს - პროტესტის ავანგარდში მყოფმა ადამიანებმა ცოცხალი ჯაჭვი გამართეს და პროტესტი სწორედ ამ გზით გამოხატეს.
უწყვეტი პროტესტის 72 დღის გასვლის შემდეგ, გაფიცული თანამშრომლები პროცესებში ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ჩართვას ითხოვენ.
დემონსტრანტები "პირველებთან" ამბობენ, რომ პროტესტმა არათუ შედეგი გამოიღო, არამედ აზარტული თამაშების ოპერატორი კომპანიის ხელმძღვანელები მათთან კომუნიკაციაზე ამ დრომდე არ გასულან.
ახალგაზრდები პროტესტის პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელებას აანონსებენ და ამბობენ, რომ იქამდე არ დანებდებიან, სანამ "ევოლუშენ ჯორჯია" მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
მიზანი ისევ უცვლელია. ვირთა დამსაქმებელმა ნამდვილად უნდა დააკმაყოფილოს გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები და უნდა შეწყვიტოს, როგორც ფიზიკური ძალადობა, ასევე ახალგაზრდების ექსპლუატაცია", - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.
Evolution Georgia-ს თანამშრომლები კომპანიას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. მათ უწყვეტი პროტესტი 12 ივლისიდან დაიწყეს და არ აპირებენ შეწყვეტას, მანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გაფიცულები ითხოვენ ხელფასის 100%-იან ზრდას, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, სამედიცინო სივრცეს სამუშაო ტერიტორიაზე და სხვა.