ჩამონგრეული კლდე თბილისში - "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენის კომპანია 30 ათასი ლარით დაჯარიმდა

13.08.21 15:09
ჩამონგრეული  კლდე თბილისში  - "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენის კომპანია 30 ათასი ლარით დაჯარიმდა

ჩამოშლილ ფერდზე 12 სართულიანი შენობა სავარუდოდ, ვეღარ აშენდება. „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენის კომპანია  „კონფორტმშენ21“ და მისი მფლობელი ტარიელ გიორგაძე მუნიციპალურმა ინსპექციამ 30 ათასი ლარით დააჯარიმა. 

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის ჩამონგრეული ფერდის გეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

ლორთქიფანიძის ქუჩაზე კლდის ფერდი გუშინ სღამოს ჩამოიშალა. მოქალაქეები ტრაგედიას საბედისწეროდ გადაურჩნენ. კლდის ფერდის ჩამოშლის შედეგად დაზიანდა აირის მილები და წყალგაყვანილობის სისტემა. ახლომდებარე კორპუსის მოსახლეობა ევაკუირებულია და სხვა და სხვა სასტუმროებშია გადანაწილებელი.