"ამ ქვეყანაში დაცული არავინ ვართ" - მოქალაქეები კესარია აბრამიძეს ემშვიდობებიან
მოქალაქეები კესარია აბრამიძეს ემშვიდობებიან. სამოქალაქო პანაშვიდზე ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტი გამოჩნდა. 37 წლის მოდელს და მსახიობს პატივს მიაგებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. დილიდან საბურთალოზე მდებარე სარიტუალო დარბაზთან ხალხმრავლობაა. მომღერლები, რეჟისორები, მსახიობები, ტელეწამყვანები და სრულიად უცნობი ადამიანები გლოვობენ ქალს, რომელმაც ტრანსგენდერების უფლებების დაცვას წლები მოანდომა.
მოქალაქეები ვერ მალავენ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება უკვე ყველასთვის საშიშია.
კესოზე კეთილი ადამიანი არ მეგულება. ყველაზე მეტად უნდოდა სიცოცხლე და ყველაზე მეტად უყვარდა და ამისთვის ძალიან ბევრი იბრძოლა. ამ ქვეყანაში დაცული არავინ არ ვართ და ეს არის დიდი ტრაგედია. მითუმეტეს, კესოს მერე უკვე ყვალფრის მეშინია. არ ვარ მე დაზღვეული ამ ქვეყანაში, - ამბობს კესარიას მეგობარი.
საზარელ ტრაგედიში ხელისუფლების წილ პასუხისმგებლობაზე საუბრობს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
პირველ რიგში, უნდა შეჩერდეს ის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც უკვე წლებია არსებობს, უნდა შეჩერდეს ფემიციდი, ყოველგვარი ფობია, რომელიც განაპირობებს მსგავს დანაშაულს და ყველაზე მთავარი - უნდა შეწყდეს სიძულვილი და სამწუხაროდ, სიძულვილი მომდინარეობს პირველ რიგში სწორედ სახელმწიფოსგან, ხელისუფლებისგან ისეთი კანონების მიღებით, რომელიც ხელს უწყობს იმ ნიადაგის შექმნას, რომელიც უკვე შემდგომ ასეთი ტრაგედიებით სრულდება, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს გადაცემა "რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლიაც.
ძალიან ძლიერი, ძალიან მძიმე გზა ჰქონდა გავლილი იმისთვის, რომ თავი ასე გაეცნო ჩვენთვის როგორც განსაკუთრებულს გამორჩეულს. ვირაცეების კითხულობენ, რა შუაში პოლიტიკაო? როგორ არ არის შუაში, როდესაც წინასაარჩევნოდ მთავარი ხაზი პროპაგანდის გადის იმაზე, რომ დედა დედაა და მამა - მამაა, როცა მთელი ეს წლები ჩენ ვუყურებთ, როგორ გეშავენ, როგორი აგრესიისთ ავსებენ ადამიანებს განსხვავებულების მიმართ, - ამბობს ინგა გრიგოლია.
კესარია აბრამიძის დღეს ვაკის კერო სასაფლაოზე დაკრძალავენ.